გიორგი ვოლსკი - ყოფილი პრემიერები სიაში არ იქნებიან

გიორგი ვოლსკი - ყოფილი პრემიერები სიაში არ იქნებიან

ყოფილი პრემიერები არ იქნებიან სიაში, ყოველ შემთხვევაში მათი სურვილი ასეთია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებს, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრს აღარ მოეთხოვება თანამდებობიდან გადადგომა, თუ იგი წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად.
”წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია შეიქმნება საქართველოში, როდესაც არჩევნაბამდე ერთი თვით ადრე, თუკი პრემიერი გადაწყვეტს, რომ სიას ჩაუდგეს სათავეში და ეს მისასალმებელი იქნება, მთავრობის ხელახალი დაკომპლექტება უნდა დაიწყოს ერთი კვირის ვადაში, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს... ერთი სიტყვით, გარკვეული სამართლებრივი და ვფიქრობ, ქვეყნისათვის საზიანო სიტუაცია შეიძლება, შეიქმნას. ეს პრობლემაა მოსახსნელი”, - განაცხადა ვოლსკიმ.