“ისლამური სახელმწიფო” ამჯერად ლონდონს ემუქრება

“ისლამური სახელმწიფო” ამჯერად ლონდონს ემუქრება

“ისლამური სახელმწიფო” მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ლონდონს აფრთხილებს, რომ ქალაქი შესაძლოა მისი შემდეგი მსხვერპლი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, ვიდეოში ნაჩვენებია ბრიუსელში, პარიზსა და ნიუ-იორკში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებიც.

”ვიდეოში ნაჩვენებია პარლამენტის შენობა და გაჟღერებულია პირდაპირი მუქარა ბრიტანეთის და სხვა ქრისტიანული ქვეყნების მიმართ, რომელთაც „ჯვრის ქვეყნებს უწოდებს“, - წერს euronews.ge.