ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა პარლამენტმა რუსეთთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების „რატიფიცირება“ მოახდინა.
როგორც რუსული პრესა აღნიშნავს, დოკუმენტს მოსკოვში, გასული წლის თებერვალში მოეწერა ხელი.
ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმში აღნიშნავენ, რომ ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაა“.