შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს

შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს

შპს „სტუდია მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს. პარტნიორთა კრებამ 80%-ით 20%-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ზურაბ ნაყეურის კანდიდატურას. როგორც პარტნირთა კრების დასრულების შემდეგ მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, ზურაბ ნაყეური დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში. გვენეტაძის ინფორმაციით, მაკა ასათიანმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას ნაყეურის დირექტორად დანიშვნის შესახებ.

„რადგანაც არ არსებობს წინააღმდეგობა და საშიშროება დავის, ზურაბ ნაყეური სავარაუდოდ დღესვე დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში და შეუდგება ვალდებულებების შესრულებას. მაკა ასათიანმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, რადგანაც დღეს საჭიროა მენეჯერი, ვინც „მაესტროში“ არსებულ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს“, - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ზურაბ ნაყეურმა ფინანსური პრობლემების მოგვარების გარკვეული გეგმა დღესვე წარადგინა პარტნიორთა კრებაზე.