უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში განაცხადეს.

ექსპერტების ინფორმაციით, დაახლოებით 300 000 ადამიანს დახმარება დაუყონებლივ სჭირდება.

როგორც უკრაინაში გაერო-ს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯანკარლო სტოპონიმ განაცხადა, საკვები პროდუქტების ყველაზე მწვავე დეფიციტი ლუგანსკის ოლქის რაიონებშია.

გაერო-ს სასურსათო პროგრამა უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას 2014 წლის ნოემბრიდან ეხმარება.