არჩევნებისთვის არანაირი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე საუბარი არ არის

არჩევნებისთვის არანაირი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე საუბარი არ არის

არჩევნებისთვის არანაირი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე საუბარი არ არის,- ამის შესახებ ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტია არჩევნებზე გავა ისე, როგორც გადიოდა წინა წლებში.

''განსხვავებით ბოლო ორი არჩევნებისგან, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად შევცვლით იმ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანას უძრაობის და უიმედობის მეტი ვერაფერი მოუტანა'',- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გუშინ ''ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ არ გამორიცხა, რომ ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია შექმნას.