მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის ბერნარ ლაპასეს განცხადებით, მომხრეა ”ექვსი ერის” გათამაშების ფორმატი შეიცვალოს. ლაპასე მიიჩნევს, რომ ”ექვსი ერის” ბოლოადგილოსანი ”ევროპის ერთა თასის” გამარჯვებულმა უნდა ჩაანაცვლოს, ან მათ შორის პლეი-ოფი უნდა გაიმართოს.
"თუ გვინდა რაგბი განვითარდეს, წინ უნდა გავიხედოთ. არიან მეორე დონის ქვეყნები ევროპაში, საქართველო, რუმინეთი, რუსეთი... პირდაპირ გეტყვით, ”ექვსი ერის” ფორმატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ბოლო ადგილზე გასული სხვამ უნდა ჩაანაცვლოს, ან თუნდაც პლეი ოფი მოვაწყოთ. ფაქტია, ცვლილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ბერნარ ლაპასემ.
ამასთან, ლაპასე თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს ინგლისელი ბილ ბომონტი დაიკავებს, რომელსაც, ლაპასეს აზრით, ძალიან გაუჭირდება ამ ცვლილების განხორციელება.