დავით ბაქრაძე - საქართველოს მიზანია პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის დეკლარაციაში

დავით ბაქრაძე - საქართველოს მიზანია პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის დეკლარაციაში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღეს საუბრის თემა ვარშავის ნატოს სამიტი იქნება. 
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მიზანია, ქვეყნის პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში.

"დღეს გაგრძელდება დისკუსია. გუშინდელმა განხილვებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოორდინირებული მიდგომის მნიშვნელობას ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, სამოქალაქო სექტორის და მედიის მხრიდან. 

მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება, მნიშვნელოვანია, რომ ის ძირითადი მახასიათებელი, რაც მას გააჩნია, იყოს შეჯერებული. გვექნება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო გამოცდილება გავიზიაროთ, მეორე მხრივ მათ გავუზიაროთ ქართული გამოცდილება და შევაჯეროთ ის მოქმედებები, რომლითაც ყველაზე ეფექტურად შევეცდებით გავუწიოთ წინააღმდეგობა პოზიტიური გზავნილებით არასწორ ინფორმაციას, დეზინფორმაციას და პროპაგანდას. 

დღეს საუბარი შეეხება ვარშავის სამიტს და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას სამიტის წინ და მის შემდგომ.
ჩვენი მიზნები უკავშირდება იმას, რომ საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად იყოს ასახული ვარშავის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში, როგორც პოლიტიკური გზავნილებით, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტებით'',- განაცხადა ბაქრაძემ.