ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი განიხილა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე თიბილოვმა განაცხადა, რომ ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შიდასახელმწიფოებრივი საკითხია. მანამდე კი, მისი თქმით, საჭიროა „კონსტიტუციის“ მე-10 მუხლში ცვლილებების შეტანა, რაც მას საშუალებას მისცემს, რუსეთს მიმართოს წინადადებით, შეიქმნას ერთიანი საკავშირო ორგანო, რომელსაც გადასცემდა საკუთარ უფლებამოსილებას.
ვადებთან დაკავშირებულ კითხვაზე, თუ როდის ჩატარდება რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებაზე, თიბილოვმა აღნიშნა, რომ „ეს გაიმართება არა ერთი ან ნახევარი წლის შემდეგ, არამედ უფრო ადრე“.