ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს

ყარაბაღი საერთაშორისო თანამეგობრობისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვს

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არა მხოლოდ სომხეთმა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს. „ნიუს.ამ“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კარენ მირზოიანმა განაცხადა.

„ამ ვითარებაში სამართლიანი იქნებოდა, სრულიად საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარება, რადგან, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ეს ერთადერთი ეფექტური გზაა აზერბაიჯანის შესაკავებლად“, - განაცხადა მირზოიანმა.

დღეს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუკი აზერბაიჯანი არ შეწყვეტს აგრესიას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ, სომხეთმა შესაძლოა, მისი დამოუკიდებლობა აღიაროს.