აზერბაიჯანი სომხეთს აფრთხილებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს

აზერბაიჯანი სომხეთს აფრთხილებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ყველა სახის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის სარაკეტო-საარტილერიო ჯარებს მითითება მისცა, "მზად იყვნენ ყველ სახის არსებული მძიმე შეიარაღებიდან გამანადგურებელი დარტყმების განხორციელებისთვის ქალაქ ჰანკენდის, ასევე სხვა ქალაქების მიმართულებით, თუკი მტერი უახლოეს ხანში არ შეწყვეტს აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაცხრილვას". ამის შესახებ სააგენტო "ტრენდ.აზ"-ი იუწყება.

"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელიც დანაკარგებს განიცდის ფრონტის ხაზის გასწვრივ, თავისი უიღბლობის გამო შურისძიება დაიწყო და აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების დაცხრილვას აწარმოებს და ზიანს აყენებს მოსახლეობას. მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილებისა, სომხეთი დგამს არაადამიანურ ნაბიჯებს და აიძულებს აზერბაიჯანს მიიღოს ადეკვატური ზომები. თუმცა, აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სომხეთს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალის გამოყენებისგან", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.