პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს

ე.წ. პანამის ჩანაწერების გამო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წანააღმდეგ შესაძლოა იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.

როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ, დღეს ოპოზიციური რადიკალური პატიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა. ლიაშკოს პარტიას უკრაინის პარლამენტში 21 დეპუტატის ჰყავს.

”საგამომძიებლო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის განცხადებით, პოროშენკოს ქმედებები სულ მცირე ორ შემთხვევაში შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს: “მან დააფუძნა ახალი კომპანია პრეზიდენტობის პერიოდში და ამის შესახებ არ გააკეთა შესაბამისი განაცხადი. ლიაშკოს განცხადებით, მან უკვე დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურების ინიცირება პარლამენტში”, - წერს euronews.ge.

კონსორციუმის მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით, პოროშენკო მისი ოფშორული კომპანიების მეშვეობით დიდი ოდენობით გადასახადებს მალავდა.