პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა 14 მაისს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ყრილობაზე აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა.
"პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა", - აცხადებენ პარტიაში.