სერჟ სარგსიანი - თუ სამხედრო მოქმედებები უფრო ფართო სახეს მიიღებს, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდელობას აღიარებს

სერჟ სარგსიანი - თუ სამხედრო მოქმედებები უფრო ფართო სახეს მიიღებს, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდელობას აღიარებს

თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება და უფრო ფართო სახეს მიიღებს, სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდელობას. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

აღნიშნული შეხვედრის მიზანს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა. 

„სამწუხაროდ, სომხეთის მხრიდან არაერთმა მიმართვამ, რომ აზერბაიჯანი ადრე თუ გვიან საკუთარი ანტისომხური რიტორიკის მძევალი გახდება და რომ იგი ახალ სამხედრო ავანტიურას გამართავს, არ გამოიწვია სასურველი შედეგი“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.