თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, რიგითი ვლადიმერ მაისურაძე გუშინ ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. 

”I კლასის რიგითი ვლადიმერ დურმიშხანის ძე მაისურაძე, დაბადებული 10.04.1995, მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ალში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 2014 წლის 16 მაისიდან. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულში. 

იმყოფებოდა დათხოვნაში. გუშინ მეზობლის საბძელში აღმოაჩინეს ჩამომხრჩვალი. ვინაიდან დათხოვნაში იმყოფებოდა, საქმეს იძიებს ხაშურის რაიონული პოლიცია”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.