სერჟ სარგსიანი- სომხეთი მზადაა, ორმხრივ დათმობებზე წავიდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით

სერჟ სარგსიანი- სომხეთი მზადაა, ორმხრივ დათმობებზე წავიდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით

სომხეთი მზადაა, ორმხრივ დათმობებზე წავიდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ამის შესახებ „ინტერფაქსის“ ცნობით, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა. 

„სომხურ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი ლოგიკურ ორმხრივ დათმობებზე, რისი მიზანიც კონფლიქტის მოგვარება იქნებოდა. ეს ძალიან კარგად იციან ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა და აქ მსხდომებმა“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას. 

მისივე თქმით, ორმხრივ დათმობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც „კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი დადგინდება და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მორიგი კოლონიზაციის საფრთხისგან გათავისუფლდება“. 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის ესკალაცია შაბათს ღამე დაიწყო. დაპირისპირებაში სამხედრო ტექნიკაა ჩართული. მხარეები ბრძოლების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.