"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ პარლამენტში კვორუმის შეკრება ძალიან გაჭირდება. როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, კოალიცია ბიძინა ივანიშვილმა დაშალა და ახლა პარტიებს სხვა გზა არ დარჩენიათ.
,,ჩემი ღრმა რწმენით, კოალიცია ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაშალა და ახლა პარტიებს სხვა გზა არ დარჩენიათ, არ გამოაცხადონ, რომ ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. რაც შეეხება საპარლამენტო მუშაობას, ვფიქრობ, კვორუმის შეკრება ძალიან გაჭირდება", - განაცხადა გოგუაძემ.