ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ლევან ჩაჩუა სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ლევან ჩაჩუა სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა გაამართლა.  როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლევან ჩაჩუას ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 
”საქალაქო სასამართლომ შარშან მარტში მიიღო გადაწყვეტილება ლევან ჩაჩუას უდანაშაულობის შესახებ, რომელიც ბრალდების მხარემ გაასაჩივრა სააპელაციოში. სააპელაციოში ერთი წელი მიმდინარეობდა საქმის განხილვა, თუმცა პროკურატურამ ახალი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დატოვა უცვლელი”, - განაცხადა ფანცულაიამ.