ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება, კვაჭანტირაძე და ბაქრაძე საკუთარი აპარატების გარეშე დავტოვოთ

ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული მოთხოვნილება, კვაჭანტირაძე და ბაქრაძე საკუთარი აპარატების გარეშე დავტოვოთ

ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები კვაჭანტირაძე და ბაქრაძე დარჩენილი რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი აპარატებისა და სხვა შესაძლებლობების გარეშე დავტოვოთ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დეპუტმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, როცა რესპუბლიკური პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ბევრ ვარიანტს აანალიზებს.

”26-27 მარტს ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ და ამასთანავე ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე საარჩევნო კამპანიამდე შევასრულებთ, ანუ არჩევნებამდე ჩვენ აღებული ვალდებულებების ერთგული“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება შექმნილ რეალობას და რაც ”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილებამ შექმნა, როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, ეს რესპუბლიკელების მხრიდან პროგნოზირებადი იყო.

„როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა პარლამენტში არის, ხმები საკმარისია და ჩვენ ახლა ამით ჟონგლიორობას არ ვაპირებთ. გასაგებია, რომ ”რესპუბლიკელების” მანდატზეა დამოკიდებული უმრავლესობა და უმცირესობა იქნება თუ არა საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები კვაჭანტირაძე და ბაქრაძე ამ დარჩენილი რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარი აპარატისა და სხვა შესაძლებობების გარეშე დავტოვოთ. არანაირი საჭიროება არ არის. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, თითოეული ორგანული კანონი, საკადრო საკითხი, რაც მაღალ კვორუმს, 76 ხმას საჭიროებს, უმავლესობის შიგნით გაცილებით უფრო ინტენსიურ მსჯელობასა და შეთანხმებას მოითხოვს, ვიდრე აქამდე იყო.