აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგეების სამი ტანკი და 30-ზე მეტი სამხედრო გაანადგურეს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს.
მათივე ცნობით, ფრონტის ხაზზე ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. პარალელურად, სომხეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში მათ კიდევ ორი საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათივე თქმით, საერთო ჯამში, ამ დრომდე განადგურებულია სამი უპილოტო თვითმფრინავი.