კონფლიქტის ზონაში მოკლულია სომეხი გენერლები

კონფლიქტის ზონაში მოკლულია სომეხი გენერლები

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ბრძოლის შედეგად მოკლულია სომეხი გენერლები და პოლკოვნიკები. ამის შესახებ "ინტერფაქსის" ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, "აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საპასუხო იერიშის შედეგად" დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა გაანადგურეს, მათ შორის არიან გენერლები და პოლკოვნიკები.

როგორც "ინტერფაქსი" წერს, ეს ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. რესპუბლიკასა და ერევანში ჯერ არ დაუდასტურებიათ.