„საყვარელიძის თანამდებობაზე დაბრუნება შეუძლებელია - ის ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს“

„საყვარელიძის თანამდებობაზე დაბრუნება შეუძლებელია - ის ვერ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს“

უკრაინის მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის იური სევრუკის განცხადებით, მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძის დაბრუნება შეუძლებელია.

ამის შესახებ იური სევრუკმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დავით საყვარელიძის თანამდებობაზე დასაბრუნებლად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

„გენერალური პროკურორის ბრძანება ძალაში შევიდა და მის გასაუქმებლად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. ამ ეტაპზე, დავით საყვარელიძის თანამდებობაზე დაბრუნება გამორიცხულია, რადგან ის არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც პროკურატურის შესახებ არსებული კანონი ითვალისწინებს“, - განაცხადა მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა.