აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო შტაბი გაანადგურა, რის შედეგადაც ლიკვიდირებულნი არიან სომხეთის არმიის გენერალები, პოლკოვნიკები და ოფიცრები.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, განადგურებულია სომხეთის სამეთაურო-საშტაბო კომპლექსი.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას საზოგადოებას წარუდგენს.