პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს.
კობახიძის განმარტებით, პარტიების მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ამომრჩევლებისთვის და თავად პარტიებისთვისაც სასარგებლო იქნება.
მისი თქმით, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების შემდეგ, ისეთ პარტიებთან შექმნის კოალიციას, რომლსაც პროდასავლური საგარეო კურსი ექნება.
"პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილები, რა თქამა უნდა, თანამშრომლობაზე იფიქრებენ. იმის მიხედვით, როგორი იქნება შედეგები, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესული პარტიებისგან გარკვეული კოალიციის შექმნას. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა ყველა იმ პარტიასთან, რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას, როგორც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, მკაფიო პროდასავლური კურსის მქონესთან. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, სწორედ, სოციალურ-სოლოდარობაზე ორიენტირებულ პარტიებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც უფრო ახლოს დგას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან",- განაცხადა კობახიძემ "პირველ პრესკლუბში".