სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა გასული დღე-ღამის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
როგორც უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ვაგიფ დიარგაჰლი ამბობს, კონფლიქტის ზონაში ვითარებას აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზთან ახლოს დასახლებული პუნქტებთან სროლის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის სამოქალაქო პირებიც.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირება შაბათს საღამოს განახლდა. მხარეები ბრძოლების განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.