რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, შეერთებულმა შტატებმა ისლანდიასა და ნიდერლანდებში F-15C-ის ტიპის 12 ავიაგამანადგურებელი და 350 მფრინავი.
აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის სამხედრო ავიაციის მონაცემებზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.
„ავიაგამანადგურებლების, ბომბდამშენებისა და სუბმარინების პატრულირების გაზრდა ჩრდილოეთ ატლანტიკაში რეგიონს ყურადღებას აქცევს და ამ რეგიონში ნატო-ს ყოფნის საკითხი დგება“, - განაცხადა „ატლანტიკური საბჭოს უსაფრთხოების სფეროში ტრანსატლანტიკური ინიციატივების“ დირექტორმა მაგნუს ნორდერმანმა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის საზღვრების უსაფრთხოებას 4 ათასზე მეტი სამხედრო და 200-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა გააძლიერებს.
პენტაგონის შესაბამისი გადაწყვეტილება, ნატო-ს ევროპული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა გააჟღერა.
სატანკო ბრიგადოები 2017 წლის თებერვლიდან მონაცვლეობით განთავსდება ბულგარეთში, რუმინეთში, პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში.