ჩვენ განვიხილავთ დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის საკითხს

ჩვენ განვიხილავთ დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის საკითხს

ჩვენ განვიხილავთ ალიანსის და დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ, რუსული პროპაგანდის საკითხს, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს სასტუმრო ”რედისონში” განუცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული კონფერენცია უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ნატო-საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის მცდელობებს და ალიანსის და დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ პროპაგანდას. ეს არის შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ექსპერტებისა და მმართველებისთვის განიხლონ ეს საკითხები, თუ როგორ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე უკეთ, როგორ მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება ღირებულებების, ნატო-ს და ევროინტეგრაციის შესახებ, ასევე თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ საქართველოში გარედან შემოსულ არასწორ ინფორმაციას, რათა მოვახდინოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ უარყოფითი შეხედულებების პრევენცია“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

საქართველოში 4-დან 19 აპრილამდე ნატო-ს კვირეული გაიმართება. კვირეული დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით გაიხსნა.