ირაკლი სესიაშვილის აზრით, კოალიციაში განვითარებული მოვლენები საპარლამენტო საქმიანობას ხელს არ შეუშლის

ირაკლი სესიაშვილის აზრით, კოალიციაში განვითარებული მოვლენები საპარლამენტო საქმიანობას ხელს არ შეუშლის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ კოალიციაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საპარლამენტო საქმიანობას ხელს არ შეუშლის.

”თითოელ ჩვენს პარტნიორს თუ ყოფილ პარტნიორს, ბოლომდე აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჩვენ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ავიღეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე ამ საპარლამენტო სესიას ერთად დავხურავთ”, - განუცხადა სესიაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.

აღნიშნულის მიუხედავად, სესიაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ ”გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება გაჭირდეს იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია”.

”თავისთავად ცხადია, პოლიტიკური კონკურენცია გაიზრდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თუმცა, მე მჯერა ჩვენი პარტნიორების, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან”, - აღნიშნა დეპუტატმა.