ყარაბაღის კონფლიქტი განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან აქვს პოტენციალი საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე იქონიოს გავლენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ უკვე გამოთქვა შეშფოთება სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით.
"ყოველთვის, როცა გვაქვს კონფლიქტი, ეს ცუდია არამარტო მათთვის, ვინც უშუალოდ ჩართულია კონფლიქტში, არამედ ყველასთვის ირგვლივ", - განაცხადა ლაჰიუმ.
მისივე თქმით, ნატო მხარს უჭერს მინსკის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებას და მშვიდობას რეგიონში.