ჩვენ ვაკეთებთ იმ რისკების ანალიზს, რომელიც შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვიოს

ჩვენ ვაკეთებთ იმ რისკების ანალიზს, რომელიც შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვიოს

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო ყურადღებით აკვირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს და ანალიზს აკეთებს.

"გუშინ, საქართველოს პრემიერის დავალებით შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ სავარაუდო სცენარებსა და რისკებზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.

ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პროცესს და ანალიზს ვაკათებთ, რა სახით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, მჭიდრო კავშირში ვართ პარტნიორ ქვეყნებთან და იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხდება სიტუაციის დეესკალაცია", - განაცხადა სესიაშვილმა.