თინა ხიდაშელი – პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტისთვის

თინა ხიდაშელი – პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვარშავის სამიტისთვის. 
ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
"ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მე მგონი, ყველამ მოისმინეთ ამ თემაზე ბევრი განცხადება. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, ვინც თქვენ გესაუბრებათ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვარშავის სამიტი ივლისში გაიმართება.