კახა კალაძე - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ

კახა კალაძე - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გავაკეთებთ

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს.

,,ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია ის, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს შეტაკებები. მე ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დეესკალაცია იქ არსებული სიტუაციის. საქართველოს რაც შეეხება, როგორც ორივე ქვეყნის მეზობელი ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობებიც გაგვაჩნია, იმის მაქსიმუმს"', - განაცხადა კალაძემ.