აზერბაიჯანი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, სომხეთს მთიანი ყარაბაღიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს და სომხეთმა გამოიჩინოს კონსტრუქციულობა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. "ტრენდის" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
"ამ დროისთვის ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. გრძელდება აზერბაიჯანული პოზიციების დაცხრილვა მძიმე არტილერიის გამოყენებით", – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ სომხეთის მცდელობა, აზერბაიჯანს დააბრალოს ვითარების გამწვავება ფრონტის ხაზზე, მიმართულია საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსატყუებლად.