ყარაბაღი მზადაა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოილაპარაკოს

ყარაბაღი მზადაა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოილაპარაკოს

ყარაბაღი მზადაა აზერბაიჯანთან კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

"მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმია მზადაა შეხვდეს და განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მხარეების საწყისი პოზიციების აღდგენის კონტექსტში" – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს აზერნაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დიარგახლიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივ რეჟიმში შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები. ამ განცხადების საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არცრუნ ჰოვანისიანმა აზერბაიჯანული მხარის განცხადებას "საინფორმაციო მახე" უწოდა.