გიორგი ვოლსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო შეხვედრის გამართვას თბილისში სთავაზობს

გიორგი ვოლსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო შეხვედრის გამართვას თბილისში სთავაზობს

საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თბილისში შეხვედრას სთავაზობს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის სასწრაფო შეხვედრა გაიმართოს – ნათქვამია "რადიო თავისუფლების" ინფორმაციაში.

"ხდება ძალიან სამწუხარო მოვლენები. არის მსხვერპლი. ვითარება საგანგებოა. მზად ვართ, გავხდეთ შუამავლები ნებისმიერი ფორმით", – განაცხადა ვოლსკიმ.

რადიოსადგურის კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ასეთი წინადადებით საქართველო პირველად 1991 წელს გამოვიდა, როდესაც იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა თბილისში შესთავაზა.