ჩვენი განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებები, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისის საფუძვლად არ უნდა იქცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა.
შარტავამ მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მთავრობის, უმრავლესობის მუშაობას ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს. "არჩევნებამდე ჩვენ მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ და შვასრულოთ დანაპირები, რაც კოალიციას ჰქონდა. შეთანხმება იყო ოთხწლიანი – არჩევნებიდან არჩევნებამდე, რაც გულისხმობდა ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ერთპარტიული პოლიტიკური სივრცის მრავალპარტიული შეჯიბრის არენად გადაქცევას", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა შარტავაემ.
ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული ფორუმის" რიგგარეშე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობის მთავარი თემა "ეროვნული ფორუმის" კოალიციის შემადგენლობაში დარჩენა-არ დარჩენის და 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხია. ყრილობა ჟურნალისტებისთვის დახურულია.