ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ შულცი "ტვიტერის" საკუთარი მიკრობლოგში წერს.
"შეშფოთებული ვარ მთიან ყარაბაღში ესკალაციით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუბრუნდეს სამშვიდობო პროცესს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით", - აღნიშვს შულცი.
ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში კონტრშეტევითი ოპერაციის ცალხმრივ რეჟიმში შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.