ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ასამბლეის თავმჯდომარემ ილკა კანერვამ და ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში კრისტიან ვიგენინმა გააკეთეს.

"საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, ნებისმიერი სახის ესკალაციის აცილების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობამ დაადასტურა ეუთო-ს მინსკის ჯგუფისადმი სრული მხარდაჭერა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.