აზერბაიჯანი მზად არის, კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებიდან სამხედრო დარეგულირებაზე გადავიდეს. ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა ფოლად ბულბულ ოღლიმ რადიოსადგურ "Говорит Москва"-ს ეთერეში განაცხადა.
"ჩვენ მზად ვართ საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. მაგრამ მშვიდობიანი გზით თუ არ გადაწყდა, მაშინ სამხედრო გზას მივმართავთ", - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიის 21% სომხეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული.