22 მარტის ტერაქტის შემდეგ დახურული ბრიუსელის აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს. პირველ რეისებს Brussels Airlines ფაროში, ათენსა და ტურინში განახორციელებს. აეროპორტის შენობის შესასვლელში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. პოლიცია ყველა მგზავრისა და ბარგის შემოწმებას გეგმავს.
22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და "მაალბეკის" მეტროსთან მომხდარ ტერაქტებს 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.