მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ ბაქოს განცხადების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრძოლები ყარაბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ რეგიონებში მიმდინარეობს. მათივე მტკიცებით, სიტუაციაზე კონტროლი მთლიანად ყარაბაღის მხარესაა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში შეტაკებები შეწყდა.