ხუთი სამხედრო მოსამსახურე და ერთი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი დაიღუპა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ ნუსაიბინში, სადაც ქურთთა მუშათა პარტიის წევრების წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურთმა ამბოხებულებმა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედეს, როდესაც ძალოვანები ქალაქის ერთ-ერთ სახლში შევიდნენ.
2015 წლის ივლისიდან ქურთთა მუშათა პარტიასთან შეიარაღბული კონფლიქტის შედეგად, 350-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელია დაღუპული.