EPP-ს პრეზიდენტის განცხადება აბსოლუტურად მიკერძოებულია და რეალობასთან არ არის

EPP-ს პრეზიდენტის განცხადება აბსოლუტურად მიკერძოებულია და რეალობასთან არ არის

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში კენჭისყრას "მოიგებს".

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

"ეს არის სახალხო პარტიის თავმჯდომარის განცხადება და ის პრინციპულად განსხვავდება იმ განწყობებიდან, რაც ჩვენ ვიცით სხვადასხვა ქვეყანაში ამ პარტიის წარმომადგენლებისგან. სამწუხაროა, რომ ასეთი განცხადებები კეთდება, აბსოლუტურად მიკერძოებული და არანაირ კავშირში მყოფი რეალობასთან და საქმესთან. სამწუხაროა, როცა EPP-ს პრეზიდენტი დაწერილ ტექსტს გვიკითხავს და ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბებს აკავშირებს ერთმანეთთან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, EPP-ს პრეზიდენტის პოლიტიკური არჩევანია ის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მეგობრებს უჭერს მხარს.

"ეს ნორმალური, გასაგები პროცესია. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სახალხო პარტიის ხმები საქართველოს სასარგებლოდ გადანაწილდეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

კითხვაზე, ვის მიერ დაწერილ ტექტს კითხულობდა EPP-ს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "არ იცის, თუმცა ფაქტია, რომ დაწერილ ტექტს კითხულობდა".

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას EPP, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, მხარს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში დაუჭერს.