არსებული ინფორმაციით, ეგვიპტეში გატაცებულ სამგზავრო თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება. აქედან სამი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
როგორც უცხოური მედია წერს, გამტაცებელმა დანარჩენ მგზავრებს ბორტის დატოვების უფლება მისცა.
პირებს შორის, რომელიც გამტაცებელმა "გაუშვა", უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ეგვიპტური მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი ვინმე იბრაჰიმ სამაჰაა.
ავიაკომპანია Egyptair-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი A320-ის გატაცებაზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, გამტაცებელს ე.წ. შაჰიდის ქამარი უკეთია. კვიპროსის ხელისუფლება მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.