თინა ხიდაშელი - თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის

თინა ხიდაშელი - თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის

ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, "რესპუბლიკელმა" მინისტრებმა პოსტები დატოვონ. 

"მე რეზერვის კონცეფციაზე სასაუბროდ მოვედი, ამის შემდეგ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გეპატიჟებით წვრთნების დასრულებაზე. ჩვენ გვაქვს გაწერილი საკმაოდ გრძელი გეგმები და ამ წუთიერ გეგმებში მინისტრის ცვლილება არ არის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 
კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს თავდაცვის მინისტრი პოსტიდან, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერი მინისტრი პოსტიდან მიდის პრემიერის გადაწყვეტილებით".