თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას აპირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობიდან აცნობეს, ლადო პაპავას რექტორად მოსვლის შემდეგ უნივერსიტეტში შევარდნაძისდროინდელი ძალოვანი პირები დამკვიდრდნენ, რასაც ისინი აპროტესტებენ.
"უნივერსიტეტში მუშაობენ ზურაბ კუბლაშვილი ე.წ. "პავლოვიჩი" შევარდნაძისდროის მაღალჩინოსანი - შემდეგ კუდ-ის "ოდეერების" სამმართველოს უფროსი (პროტესტის შემდეგ დაწერა განცხადება და წავიდა), მალხაზ ბაძაღუა - შევარდნაძის დროს პოლიციის პოლკოვნიკი, ავთანდილ ლომიძე შევარდნაძის დროს უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი და ა.შ", - აცხადებენ თვითმმართველობაში.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები თსუ-ს მეორე კორპუსის ფოიეში დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ და შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ განაცხადებენ.