ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით, დღეს შესაძლოა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაიკითხოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა სესიაშვილი მოწმეთა სიაშია შეყვანილი და სასამართლომ მისი დაკითხვის შესახებ უწყება გასცა.
"უწყება, უკვე ჩაბარებულია პარლამენტის კანცელარიაში. ველოდებით სასამართლო სხდომას, სადაც ირაკლი სესიაშვილს დაკითხავენ", - აღნიშნა ლევან სამუშიამ.
შეკითხვაზე - დაესწრება თუ არა ის დღევანდელ სასამართლო პროცესს, ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ წინასწარ ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. "კაბელების საქმეზე" სასამართლო სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.