ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი დაკავებული პირი გაათავისუფლეს

ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი დაკავებული პირი გაათავისუფლეს

ბელგიაში დაკავებული პირი, რომელიც ბრიუსელის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი იყო, გაათავისუფლეს. როგორც "ბიბისი" წერს, საუბარია ფაისალ შ-ზე, რომელიც, ბელგიური მედიის ცნობით, ჟურნალისტი ფრილანსერი ფაისალ შეფუა.

ადგილობრივი პრესის თანახმად, სწორედ ეს ადამიანი დააფიქსირეს ვიდეოკამერებმა ბრიუსელის აეროპორტში, ორ თვითმკვლელთან - ბრაჰიმ ბაკრაუისა და ნაჯიმ ლააშრაუისთან ერთად.

აღნიშნული პიროვნება ბელგიელმა სამართალდამცველებმა გასულ კვირას ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდის დროს დააკავეს. მას ტერორისტული ჯგუფის საქმიანობისა და კიდევ რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალდება. თუმცა, როგორც დღეს ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას საეჭვო ნივთები ნაპოვნი არ იყო, თავად ფაისალ შ. კი, მტკიცებულებების უქონლობის გამო გაათავისუფლეს.