სერგო რატიანი - არსებობს მოლოდინი, რომ

სერგო რატიანი - არსებობს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ

არსებობს მოლოდინი, რომ "ქართული ოცნება" თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი კოალიციიდან "რესპუბლიკური პარტიის" შესაძლო გასვლას. 
რატიანის თქმით, "ქართული ოცნების" არც იმიჯი და არც რეიტინგი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პარტია მოიგებს მომავალ არჩევნებს და სწორედ ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ რესპუბლიკელებმაც და სხვებმაც შეიძლება დატოვონ კოალიცია. 

"დღეს "ქართული ოცნების" რეპუტაცია არის შელახული. მოლოდინი თავად ამ პარტიაში არის რომ შეიძლება წააგონ არჩევნები, დანარჩენებსაც აქვთ ეს მოლოდინი და რასაკვირველია, პარტიიდან ყველა გარბის. არსებობს ასევე მოლოდინი, რომ თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ ის. მე ამასაც ველოდები. სწორედ ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ რესპუბლიკელებმაც და სხვებმაც შეიძლება დატოვონ კოალიცია და პარტია", - განაცხადა სერგო რატიანმა.