ზვიად კვაჭანტირაძე – მე არ ვარ ლელა კაკულია და ვერ ვიმკითხავებ

ზვიად კვაჭანტირაძე – მე არ ვარ ლელა კაკულია და ვერ ვიმკითხავებ

ჯერჯერობით, დღეის მდგომარეობით იმაზე საუბარი, რომ ვიღაც კოალიციიდან გადის, ზედმეტი და ნაადრევია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ განმარტა, მას მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ კონსულტაციები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე დაწყებულია.
"რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ საუბარი დავიწყეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე. ზოგს მიაჩნია, რომ მოვლენები ასე განვითარდება, ზოგს მიაჩნია, რომ - ისე. მე ვერაფერზე ვივარაუდებ - არ ვარ ლელა კაკულია და ამ თემებზე ვერ ვიმკითხავებ. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ყველა მეგობრის, კოალიციური პარტნიორების პოზიციის გაცნობა და ჩვენს საკუთარ პოზიციებში ჩამოყალიბება", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კვაჭანტირაძემ.